22:09 | 2021-11-06 ავტორი: Prime Time

მინერალურ წყალს და წვენს სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს ნუ დავაყვედრებთ – თაკო ჩარკვიანი

მინერალურ წყალს და წვენს სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს ნუ დავაყვედრებთ – თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას ეხმაურება.

 

ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, როგორც მოქალაქე, პრაქტიკულად მკვლელობა დაგეგმეს, დღეს, როდესაც უთხრეს, აიძულეს პრაქტიკულად, რომ ის მინერალური წყალიც არ მიიღოს. იმდენი ტყუილი თქვეს ეთერში, ეს ნიშნავს, თითქოს რუსეთის დავალებით არის მისი მკვლელობა დაგეგმილი. როგორც მოქალაქე, არ დავუშვებ, რომ მე გამხადონ თანამონაწილე მისი მკვლელობის და წამების. არ მინახავს კადრები, არ ვიცი, რა წვენს და მინერალურ წყალს იღებს ეს ადამიანი, მაგრამ ვიყავი შესული სანახავად, მე დამხვდა ძალიან დაუძლურებული, ჯანმრთელობაშერყეული მესამე პრეზიდენტი, ამას ვერავინ გამომაპარებს.

 

მე როცა ვნახე, ეს არ უკავშირდებოდა მეხსიერებას, მაგრამ ადგომა, ფეხების შეშუპება, როგორ გაბრუნდა უკან, ეს თვალნათლივ დავინახე, მე არ მჭირდება კადრები. მაპატიეთ, ამათი შეთითხნილი კადრები რატომ უნდა იყოს ნამდვილი ძალიან მაინტერესებს, თუ მინერალურ წყალზეა საუბარი, ალბათ იღებს ადამიანი. მინერალურ წყალს და წვენს სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს ნუ დავაყვედრებთ, რომელსაც რუმბივით აქვს ფეხები, მართლა უკვე შეურაცხყოფას გვაყენებენ მთელ საზოგადოებას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს

 

პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს 

 

ციხესთან აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა

 

„არ მინდა დავიჯერო, რომ სანდრა ცრუობდა” – რას ახსენებენ სააკაშვილის მეუღლეს

 

ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ცერცვაძე

ავტორი: Prime Time

X