01:28 | 2020-09-10 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მირჩევნია, მშვიდად გავუშვა იქ, სადაც წავიდა – შატილში დაღუპული გიდის ძმა

მირჩევნია, მშვიდად გავუშვა იქ, სადაც წავიდა – შატილში დაღუპული გიდის ძმა

შატილის ტრაგედიის დროს, ერთ-ერთი დაღუპული გიდია, ის სერგო გორლიუკოვია. ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში სერგოს ძმა ნიკო გორლიუკოვი ტრაგედიის წინა საღამოს იხსენებს.

 

„ჩემთვის დიდი დანაკლისია სერგო. მოგზაურობა მან შემაყვარა, წინა დღეს თრუსოში იყო. კართან შევხვდი. ვკითხე, ხვალ სად მიდიხარ, თუ თავისუფალი დრო გაქვს, ერთად დავგეგმოთ რაღაცები-მეთქი. მიპასუხა – შატილში მივდივარ, ადრე უნდა ავდგე და ახლა დავიძინებო…

 

მასზე გამოცდილ გიდს ვერავის დავასახელებ. თუ გიდი ტურს მიჰყვება და უარს არ ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწონს და უყვარს ის ადგილი…

 

თითოეულ მოგზაურობაში, სადაც ის იყო, ან მე ვიყავი, სულ კონტაქტი გვქონდა, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში რომ ვყოფილიყავით.

 

სწორედ იმ ტრაგედიის დღეს არ გვქონია ერთმანეთთან კავშირი. მთელი ღამე ვეძებდი, ვეძებდი მხოლოდ იმედით…

 

მოგზაურობისას შიში არ მქონია. ძმას ვეღარავინ დამიბრუნებს, მამშვიდებს ის, რომ მას ბოროტება არასოდეს გაუკეთებია. მირჩევნია, მშვიდად გავუშვა იქ, სადაც წავიდა, იქ სადაც არის…“ – ამბობს ნიკო გორლიუკოვი.

 

კომპანიის მხრიდან დარღვეულია სტანდარტი - პროფკურორტის დირექტორი შატილის ტრაგედიაზე
2020-08-24კომპანიის მხრიდან დარღვეულია სტანდარტი - პროფკურორტის დირექტორი შატილის ტრაგედიაზე

 

შეგახსენებთ, შატილის ტარგედიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მხულით დაიწყო.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X