22:28 | 2020-08-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მირიან ნიკოლაძე – ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი სურვილი იყო გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის 

მირიან ნიკოლაძე – ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი სურვილი იყო გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის 

მირიან ნიკოლაძე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის დედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბრალდებულის მშობელი მას საქმის გამყალბებლად ასახელებს.

 

მირიან ნიკოლაძის თქმით, მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებზე ნათესავები ცუდად რეაგირებენ და მას ხშირად უწევს ანგარიშსწორების მიზნით მობილიზებული ახალგაზრდების შეჩერება. ნიკოლაძის განცხადებით, თუ კიდევ გააგრძელებენ მის მიმართ უსაფუძვლო ცილისწამებას, ის პასუხს აღარაფერზე აგებს.

 

„იმის მაგივრად, რომ დღეში ასი მადლობა გადაიხადოს ამ ხალხმა, რათა ათასობით ადამიანს ვაკავებთ, რომ მათ უბნებსა და სახლებთან არ მივიდნენ, აქეთ მადანაშაულებენ. მე არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს გიორგი შაქარაშვილის მშობლების გარეშე.

 

ინკვიზიტორების ჯგუფი „თეთრი ისარი“ - არის თუ არა დაჯგუფების წევრი ბრალდებულის მამა, რომელიც ნიკოლაძის ლიკვიდაციას აანონსებს
2020-08-22ინკვიზიტორების ჯგუფი „თეთრი ისარი“ - არის თუ არა დაჯგუფების წევრი ბრალდებულის მამა, რომელიც ნიკოლაძის ლიკვიდაციას აანონსებს

 

ადამიანს იმის ილუზია რომ  აქვს – მირიან ნიკოლაძე რაღაცას აყალბებს, იმასთან საუბარი საერთოდ აღარ შეიძლება.

 

საქმე ის გახლავთ, რომ გიორგის გარდაცვალებიდან პირველივე დღეებში, გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ ამ საქმის პოლიტიზირებას და ეს იყო ცხადზე უცხადესი. შემდეგ ამ ჯგუფებმა თავიანთი მედიასაშუალებებით დაიწყეს „ალტერნატიული გამოძიება“, საბოლოო ჯამში განიცადეს სრული მარგინალიზაცია.

 

ხალხი დასცინით, იმიტომ, რომ ეს არასერიოზულია. ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანის მამა ლიკვიდაციით დამემუქრა, ნათესავი ბიჭები ძლივს დავაკავე, ანგარიშის გასასწორებლად მიდიოდნენ. ასეთი კიდევ ერთი განცხადება და მე პასუხს აღარაფერზე აღარ ვაგებ.

 

მირიან ნიკოლაძემ, მის მიმართ აგორებული ცრუ ბრალდებების კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ პარტიას გიორგის შაქარაშვილის საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდა, რაც ვერ მიიღეს.

 

„ეს ყველაფერი იგეგმება პოლიტიკურ დონეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და შემდგომ ხდება მისი აღსრულება. სწორედ ამ პარტიის პირდაპირი სურვილი იყო, რომ ჩვენი გარდაცვლილი შვილის ცხედარი და გამოძიება მიგვერთმია მათთვის, რომ აქედან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა. “- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X