
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ მან ტიკარაძის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.
ამასთან, კალაძე ამბობს, რომ ყოფილი მინისტრის ნაბიჯს პატივს სცემს.
„გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას.
თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.






















