14:49 | 2021-09-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მის გარეშე ვერ იცოცხლა“ – ნინო დარასელი ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

„მის გარეშე ვერ იცოცხლა“ – ნინო დარასელი ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

ტელესახე ნინო დარასელი (მაია რჩეულიშვილის დის შვილი) სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს, ასევე ემოციური წარწერით აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ყველაზე მეტად ვინც ელოდა, ვახტანგ რჩეულიშვილი, ვერ დაელოდა, მის გარეშე, ვერ იცოცხლა. ჰოდა ვახოს ვულოცავ პირველ რიგში, სხვებმა კი 5 წლის წინ ჩავისუნთქეთ და მას მერე მხოლოდ დღეს ამოვისუნთქეთ. ჩემი ყველაზე კარგი, ყველაზე კეთილი, ყველას მაგივრად ვალმოხდილი მაია თავისუფალია“, – ვკითხულობთ დარასელის ფეისბუკ-პოსტში.

 

ცნობისთვის, ვახტანგ რჩეულიშვილი 2017 წელს გარდაიცვალა. მაია რჩეულიშვილი კი 2016 წელს დააკავეს.

 

მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დღეს დატოვა. „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის აპრილში გამოუტანა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X