12:18 | 2020-04-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“მის გვერდში დგომა მინდა, მაგრამ…” – ნოდიკო ტატიშვილი თიკა მახალდიანის ოჯახის ტრაგედიაზე

“მის გვერდში დგომა მინდა, მაგრამ…” – ნოდიკო ტატიშვილი თიკა მახალდიანის ოჯახის ტრაგედიაზე

ნოდიკო ტატიშვილი, თიკა მახალდიანთან სამძიმრის სათქმელად მისვლას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს და სწუხს. მეგობრის დედას პოზიტიურ და თბილ ქალბატონად ახასიათებს.

 

როგორც თიკას ყველა მეგობარი, ისიც დათრგუნულია.

 

ძალიან დათრგუნული ვარ ამბით. ძალიან იმოქმედა ჩემზე. თიკა ჩემთვის უცხო არ არის. ამდენი წელია ერთად მოვდივართ. მინდა მის გვერდში დგომა, მაგრამ არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებ.

 

თიკასთან არ მისაუბრია. სალომე ბაკურაძეს ვესაუბრე, მისი უახლოესი მეგობარია და ძალიან დასტრესილია” – ამბობს ნოდიკო “პრაიმტაიმთან”.

 

მომღერალი მკვლელის მიმართ აღშფოთებას ვერ მალავს.

 

ნოდიკო ტატიშვილი: – ასე უცებ, თვითიზოლაციაში მყოფი ქალი სახლში მოკლეს. არ ვიცი, ამას რა ქვია. იმედი მაქვს, არავის მოკვლა გამიზნული არ ჰქონია, მაგრამ ეს არ ამართლებს.

 

როგორ შეიძლება თავზე ხელი აიღო და გარეთ ისროლო. რომც არ მოკლა, ხომ შეაშინებ და ფსიქიკას შეურყევ?! ადამიანს სიცოცხლეს უსპობ, ამაზე საშინელება არაფერია.

 

დაუჯერებელი ამბავია. ძალიან ლამაზი, პოზიტიური, საყვარელი ქალი იყო თამუნა… ძალიან გვგულშემატკივრობდა.

 

სითბო მახსოვს მისგან. გაგიღიმებდა, მოგეფერებოდა, უბოროტო, პოზიტიური ენერგეტიკის ადამიანი იყო…

 

19 აპრილს, აღდგომას, მოპირდაპირე კორპუსიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ, საკუთარ სახლში მყოფი, 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილი მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X