11:29 | 2020-11-18 ავტორი: თამთა თორდია

მისალმება გულზე ხელის მიდებით – ნახეთ სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა

მისალმება გულზე ხელის მიდებით – ნახეთ სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

 

ამ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

 

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.

 

ავტორი: თამთა თორდია

X