
მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ქვეყანას თავიდან აარიდეს არეულობა და დესტაბილიზაცია, რასაც მიზნად ისახავდა სააკაშვილის პროვოკაციული ჩამოსვლა, -ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მტრული ძალის ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს რევანშის გზით, ყველაფრის ფასად ხელისუფლებაში დაბრუნება, რასაც არასოდეს არ დაუშვებს ქართული საზოგადოება.
„ცხადია, ამ მტრული ძალის ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს რევანშის გზით, ყველაფრის ფასად ხელისუფლებაში დაბრუნება, რასაც არასოდეს არ დაუშვებს ქართული საზოგადოება. სააკაშვილს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს არაერთი უმძიმესი დანაშაული. სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ მას მაინც უწევს პასუხი აგოს ამ ყველაფრისთვის. ახლა მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება, თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიციური ძალის მშენებლობის დაწყება, რისი აუცილებლობაც ყოველდღიურად უფრო მკაფიო ხდება,“-განაცხადა შაქარიშვილმა.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























