
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მივიდა.
„მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. მე გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო ნიკა (ნიკას მეძახის), მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, ბოლომდე გავივლი. მე მივმართავ და ვუდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე! როგორც ექიმმა მივმართე გუშინ, ავუხსენი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. გავუშიფრე – ხალხს სჭირდება შენი ენერგია, დინამიურობა, აზროვნება და შენი სიყვარული სამშობლოსადმი, ზუსტად ასეთი ტექსტი გავუგზავნე.
მიშა სუსტი, რაღაც მიზეზების გამო უძლური, ამ ქვეყნისთვის დამღუპველია. მიშა ხალხს ისეთი სჭირდება როგორიცაა და როგორსაც ვიცნობთ. სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მითხრა. მაგრამ თქვა – შენ ჩემი ხასიათი და მიზანსწრაფვა იცი, მე გავალ ბოლომდე. ამიტომ, მივმართავ კიდევ ერთხელ: მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე“,- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა
მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს
VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს






















