22:40 | 2021-11-01 ავტორი: Prime Time

მიშას შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი – გიგი უგულავა

მიშას შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი – გიგი უგულავა

გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილს შიმშილობაში ჩაენაცვლებოდა და ამაზე ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდა.

 

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ შეწყვეტს.

 

„შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას ვიცნობ საკმარისად კარგად, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. სანამ მას გონება ექნება და სანამ ის თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, შიმშილობას არ შეწყვეტს“,- განაცხადა უგულავამ.

 

უგულავა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამოსახატავად, შიმშილობა დაიწყოს.

 

„შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან, შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა.“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X