
გიგა უგულავამ მიხეილ სააკაშვილს ციხეში წერილი მისწერა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ ნაბიჯს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმუარება.
„ნახეთ რა საამურია ცხოვრება.
გიგი ბოდიშებს უხდის მიშას (ახლა ასე აწყობს, ხვალ თუ სხვა რამე მოაწყობს, იმას იტყვის და თავმოყვარეობა არ შეაწუხებს – რაც არ გაგაჩნია, იმან როგორ უნდა შეგაწუხოს).
მიშისტები ამტკიცებენ რომ ბოკერიამ შეაცდინა, თორემ გიგი არ იზამდა.
აი ასეთი ქალები ზრდიან უნებისყოფო, ინფანტილურ, უპასუხისმგებლო ჯეელებს რომლებიც მერე პოლიტიკოსებად გვევლინებიან და ჩვენი ბედის გადაწყვეტაზე აცხადებენ პრეტენზიას“, – წერს ჩერგოლეიშვილი.























