18:22 | 2021-01-27 ავტორი: თამარ გონგაძე

“მისი ასაკის გამო შეგვეშინდა, მაგრამ გადავრჩით” – რატომ ჩაეშალა დაბადების დღის გეგმა ელდარ შენგელაიას

“მისი ასაკის გამო შეგვეშინდა, მაგრამ გადავრჩით” – რატომ ჩაეშალა დაბადების დღის გეგმა ელდარ შენგელაიას

გუშინ დიდი მაესტრო, ელდარ შენგელაია იუბილარი იყო. რეჟისორი 88 წლის გახდა. სურდა შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ემასპინძლა და ეს დღე დიდი ხნის მეგობრის, იმედა კახიანის გარემოცვაშიც გაეტარებინა. მაგრამ წინა დღეს სიცხე ჰქონია და… ასეთ პანდემიურ ვითარებაში, ბუნებრივია, გეგმა შეეცვალა.

 

“გვინდოდა შევკრებილიყავით და დავმსხდარიყავით, ღვინოს ვერც ერთი ვსვამთ, მაგრამ ერთად გაგვეტარებინა ეს დღე, თუმცა შეუძლოდ შეიქნა. და გაზაფხულისთვის გადაიტანა დაბადების დღის და ქორწინების 40 წლისთავის აღნიშნვნა” – გვითხრა იმედა კახიანმა, რომელიც ელდარის ორ ფილმშია გადაღებული (“თეთრი ქარავანი”, “სამანიშვილის დედინაცვალი”).

 

როგორც “პრაიმტაიმს” რეჟისორის მეუღლემ, ნელი შენგელაიამ უთხრა, ელდარი ორი დღის წინ შეუძლოდ გახდა, სურდო დაემართა.

 

ნელი შენგელაია: – სიცხეც ჰქონდა. დღეს აღარ აქვს სიცხე, თუმცა პისიარ ტესტირება უნდა გავუკეთოთ. გაგრძელება…

ავტორი: თამარ გონგაძე

X