
ეს არის პატრიარქის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუშია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სარიას ეძლეოდა ბევრი შესაძლებლობები რომ მოენანიებინა – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
დეკანოზის თქმით, საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება მიუთითებს პატრიარქის გულმოწყალებაზე.
რაც შეეხება მამა ანდრიასა და პატრიარქის შესაძლო შეხვედრას, ჯაღმაიძის თქმით, ეს პატრიარქის გადასაწყვეტია.
„სანამ საჯაროდ გააკეთებდა ამხელა განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა ამაზე, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა არ ვიცი პატრიარქი რას გადაწყვეტს. როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენი ხნის განმავლობაში რამდენჯერ შეიძლება ამ შეურაცხყოფების შემდეგ, რაც ისმის მამა ანდრიასაგან, რამდენჯერ იყო შესაძლებელი მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის პატრიარქის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუშია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სარიას ეძლეოდა ბევრი შესაძლებლობა, რათა მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს, გაცილებით მკაცრ გადაწყვეტილებასაც გულისხმობს. საერთოდ განკვეთასაც გულისხმობს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.






















