
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის პაპის, ფრანცისკეს შეხვედრას საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩაცმულობის გამო ქილიკი და დამცინავი კომენტარები მოჰყვა.
თემას სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილიც ეხმაურება.
„უაიმე რომის პაპის პრატაკოლის მცოდნე დასტაევსკა ქალებო და ლეფსა კაცებო!
მჯერა რო სახლში თქვენ და ბაბუათქვენები სულ ვატიკანის პროტოკოლით საუზმობთ, სადილობთ და ვახშმობთ, მაგრამ აბა ერთი კისრის მალიდან კუდუსუნის ძვლამდე ხელი ჩამოისვით და მერე დაფიქრდით რასაც ეხლა გეტყვით:
არც მე და არც ნებისმიერი, ვისაც თქვენდა გასაოცრად გაგვიგია რომის პაპთან აუდიენციის პროტოკოლი, არ ვაშარჟებთ არც შავ ფერს, არც კაბის სიგრძეს და არც შავ თავსაბურავს. ვიტყოდი, ეს პრეტენზია მას წაუყენეთ, ვინც ეს არ იცის-თქო, მაგრამ არ ვიქნები მართალი, რადგან შტერ და მავნებელ არსებაზე, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი, საზღვაო ბიკინიდან დაწყებული შლაპით თუ ფატით დამთავრებული ყველაფერი სულელურად და სასაცილოდ გამოიყურება. არც ლამაზი ცხვირ–პირი შველის ჩლუნგს. ვისაც იცავთ და თან არჩეულ პრეზიდენტს უწოდებთ, თავისი გარეგნობის მეასედი ტვინი მაინც რომ ჰქონდეს, არც მის და არც ამ ქვეყნის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
მიდით ახლა, დააწყვეთ სხვა ქალების ფოტოები რომის პაპთან შეხვედრაზე, მერე მადამ კუკუს ფოტო მიუდეთ გვერდზე და თუ მაინც ვერ მიხვდებით რა გვაცინებს (მადლობა თქვით რომ ვიცინით – სიცილი მაინც პოზიტიურია), შემდეგ არჩევნებზე კიდევ ერთხელ “აირჩიეთ”.
P.S. პეტრე კოლხს კი გადაეცით – მისი მხრიდან სიგოიმეზე და განსაკუთრებით ძალადკაიტიპობაზე საუბარი მინიმუმ უხერხულია,“ – წერს ირინა სარიშვილი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს რომის პაპთან შეხვედრისას პროტოკოლით გათვალისწინებული შავი ფერის სამოსი ეცვა, რასაც საზოგადოების მხრიდან ქილიკი მოჰყვა.
პრეზიდენტის ჩაცმულობას მამა პეტრე კოლხიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველაფერზე ქილიკი, ღლაბუცი და სიცილი არის ყველაზე დიდი პროვინციალიზმი, სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”…























