
ხუთშაბათს მაია ასათიანის გადაცემის სტუმარი, მომღერალი ხათუნა ჟორდანია იქნება.
ცნობილ მანდილოსანს ერთი წლის წინ, უმძიმესი, ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ამ დრომდე მკურნალობს.
ინსტაგრამზე ხათუნა ჟორდანიას ვიდეოს, სადაც ის საკუთარ ავადმყოფობაზე საუბრობს, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ემოციური კომენტარი დაწერა, მომღერალმა სალომე ბაკურაძემაც.
“ჩემი პირველი ნაბიჯები ტელევიზიაშიც და სცენაზეც ყველაზე მაგარ ხათუნას უკავშირდება, რომლისთვისაც არავინ და არაფერი არ ვიყავი, მაგრამ გვერდით მედგა ისე, როგორც ეს მან იცის და არაერთხელ არაერთი ადამიანისთვის გაუკეთებია, მიყვარხარ ხათუნა სულ და ძალიან” – დაწერა მომღერალმა.























