14:12 | 2021-10-16 ავტორი: Prime Time

„მითხრა, მე და დედა ზეცაში მივდივართო,  ისე რაღაცნაირად ჩაიღიმა, პასუხი არ გამცა“ – რა უთხრა დათამ მამას ნახატზე

„მითხრა, მე და დედა ზეცაში მივდივართო,  ისე რაღაცნაირად ჩაიღიმა, პასუხი არ გამცა“ – რა უთხრა დათამ მამას ნახატზე

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი 12 წლის დათას ნახატი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. მამა, გია შომახია იხსენებს დიალოგს, რომელიც მასსა და მის შვილებს შორის ნახატის გამო შედგა.

 

„უფროსმა შვილმა, ნიკუშამ დათას უთხრა, დათა მანდ მეც დამხატეო. შენი ადგილი აქ არ არისო, უპასუხა. სამსახურიდან ახალი მისული ვიყავი, ტელევიზორთან წამოწოლილი, ნიკუშამ მითხრა, მამა, შეხედე, დათამ რა დახატაო. მივედი და ვკითხე, ეს რა არის მეთქი: მე და დედა ზეცაში მივდივართო.

 

რა დროს ზეცაა, ძალიან რომ გვინდოდეს, არავინ დაგვტოვებს აქ, ყველა ზეცაში წავალთ მეთქი და მოვეფერე. მეორეჯერ არ ქნა, ასეთ რაღაცაზე არ იფიქრო-მეთქი. ისე რაღაცნაირად ჩაიღიმა, პასუხი არ გამცა. მოვეფერე, ვაკოცე, მერე ყურადღება არ მიმიქცევია.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X