22:28 | 2020-04-24 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მითქმა-მოთქმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატებზე – ყველა დასახელებული წამლის პერსპექტივა ერთ სტატიაში

მითქმა-მოთქმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატებზე – ყველა დასახელებული წამლის პერსპექტივა ერთ სტატიაში

მსოფლიოში Covid-19-სგან უკვე 150 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე არ არსებობს წამალი, რომელიც ამ ვირუსს შეებრძოლება.

 

როდის შეიქმნება წამალი, რომელიც ბევრის სიცოცხლეს გადაარჩენს და როგორ მიმდინარეობს მუშაობა?

 

დღეს, მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ, 150-ზე მეტ პრეპარატზე მუშაობენ. უმეტესობა მათგანი – ეს უკვე არსებული წამლებია და მეცნიერები იკვლევენ, იმუშავებს თუ არა ისინი ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ.

 

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), Covid-19-ის წინააღმდეგ ყველაზე პერსპექტიული წამლების კლინიკური გამოკვლევა უკვე დაიწყო. კვლევას სახელად „სოლიდარობა“ დაარქვეს;

 

  • დიდ ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კლინიკური კვლევა „აღდგენა“ ტარდება – მასში 5 ათასამდე მოხალისე მონაწილეობს;

 

  • ზოგიერთ ქვეყანაში სამეცნიერო ცენტრები სამკურნალოდ იყენებენ იმ ადამიანების სისხლს, რომელმაც უკვე გადაიტანეს Covid-19.

 

როგორი სახის პრეპარატებია ვარგისი?

 

დღეს კვლევა სამი ძირითადი მიმართულებით ტარდება:

 

  • ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც მოქმედებს სხეულში ვირუსის რეპლიკაციაზე;

 

  • წამლები, რომელიც იმუნური სისტემის სტაბილიზაციას ახდენს. დაინფიცირებულთა მდგომარეობა უარესდება, როდესაც მათი იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურად რეაგირებს ვირუსზე და ამ გზით, გაუთვიცნობიერებლად ზიანს აყენებს ორგანიზმს;

 

  • ანტისხეულები, რომლებსაც შეუძლიათ ვირუსთან ბრძოლა და აღებულია ძირითადად ან დაინფიცირებულთა სისხლისგან, ან შექმნილია ლაბორატორიაში.

 

რომელი პრეპარატი მიიჩნევა ყველაზე პერსპექტიულად?

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთმა წამყვანმა ექიმმა, ბრიუს ეილვარდმა, ჩინეთში ჩასვლის შემდეგ თქვა, რომ ერთადერთი წამალი, რომელმაც იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, იყო „რემდესივირი“.

 

თავდაპირველად, ეს ანტივირუსული პრეპარატი, ებოლას სამკურნალოდ მოიფიქრეს, მაგრამ ის უფრო ეფექტური გამოდგა სხვა დაავადებების მიმართ.

 

ცხოველებზე გამოცდის შედეგად დადგინდა, რომ ის კარგად კურნავს ორგანიზმს სხვა საშიში კორონავირუსებისგან, რამაც მეცნიერებს იმის იმედი მისცა, რომ „რემდესივირი“ Covid-19-ზეც იმუშავებდა, თუმცა ახლახან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შემთხვევით ატვირთა „რემდესივირის“ პირველი სრულყოფილი კვლევის შედეგი, რომელშიც ეწერა, რომ წამალმა ვერ იმუშავა.

 

ამერიკულ კომპანია Gilead-ში, რომელიც არის ამ წამლის ავტორი, აღნიშნავენ, რომ კვლევა სადავოა და ის დროებით შეაჩერეს, ამიტომ კვლევის გამოქვეყნება ნაადრევი იყო.

 

ამერიკულმა პრეპარატმა „რემდესივირმა“ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვერ იმუშავა - Guardian
2020-04-24ამერიკულმა პრეპარატმა „რემდესივირმა“ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვერ იმუშავა - Guardian

 

შეუძლია თუ არა აივ/შიდსის წამლებს Covid-19-სგან განკურნება?

 

ბევრი ამბობდა, რომ აივ-ინფექციის ორი წამალი, ლოპინავირი და რიტონავირი, ეფექტური იქნებოდა კორონავირუსის წინააღმდეგ, მაგრამ ამის მტკიცებულება დღეს არ არსებობს.

 

ლაბორატორიულ პირობებში, მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიეს, თუმცა ადამიანებზე გამოცდამ, დადებითი შედეგები არ მოიტანა.

 

პრეპარატები არ აჩქარებდნენ განკურნების დროს და არ ამცირებდნენ კორონავირუსის სიკვდილიანობას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევები ძალიან მძიმე პაციენტებზე კეთდებოდა (მათგან 25% შემდეგ დაიღუპა). შესაძლებელია, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო ამ პრეპარატების გამოყენება.

 

შეუძლიათ თუ არა მალარიის წინააღმდეგ შექმნილ წამლებს დაამარცხოს ახალი კორონავირუსი?

 

მალარიის საწინააღმდეგო წამალზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დიდი ბრიტანეთი კლინიკურ კვლევას ატარებს.

 

საქმე ეხება ქლოროკინსა და ჰიდროქსიქლოროკინს (პლაქუენილი), რომელსაც სავარაუდოდ აქვთ ვირუსსაწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი თვისებები, რომელიც აუცილებელია ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად.

 

არსებული ინფორმაციით, ამ პრეპარატს ქართველი ექიმები იყენებენ ზოგიერთი დაინფიცირებულის სამკურნალოდ.

 

ეს პრეპარატი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის კურნავს Covid-19-ს, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულება ჯერ ძალიან ცოტაა.

 

ჰიდროქსიქლოროკინს ასევე იყენებენ რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია კორონავირუსის დახშობა და არსებობს ექიმების რამდენიმე, ჯერჯერობით გადაუმოწმებელი ცნობები იმის შესახებ, რომ პაციენტებზე ის კარგად მოქმედებს.

 

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით აცხადებს, რომ მისი ეფექტურობის კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს.

 

ჰიდროქსიქლოროკინის მიმღებ პაციენტებში სიკვდილის უფრო მაღალი რისკი დაფიქსირდა - CNN
2020-04-22ჰიდროქსიქლოროკინის მიმღებ პაციენტებში სიკვდილის უფრო მაღალი რისკი დაფიქსირდა - CNN

 

დაგვეხმარება თუ არა განკურნებული ადამიანების სისხლი?

 

ადამიანები, რომლებიც განიკურნენ ინფექციისგან, სავარაუდოდ, სისხლში უნდა განუვითარდეთ ანტისხეულები, რომელსაც აქვს უნარი ებრძოლოს ახალ კორონავირუსს.

 

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანისგან იღებენ სისხლის პლაზმას (სწორედ მასშია ანტისხეულები) და უსხამენ დაავადებულს.

 

აშშ-ში უკვე 500-მდე ადამიანმა გაიარა პლაზმის მეთოდის მკურნალობა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ დაიწყო იმავე მეთოდის გამოყენება.

 

დადასტურებული შედეგი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 

როდის შეიქმნება მკურნალობის მოქმედი მეთოდი?

 

ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, თუ როდის გაჩნდება Covid-19-ის სამკურნალო წამალი, მაგრამ უახლოეს თვეებში ცნობილი გახდება კლინიკური კვლევების შედეგები.

 

ეს მოხდება გაცილებით ადრე, ვიდრე შეიქმნება ვაქცინა, რომელიც გიცავთ ვირუსისგან და არ გკურნავთ.

 

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ექიმები უკვე დამზადებულ პრეპარატებს ამოწმებენ, ხოლო ვაქცინა სულ თავიდან არის შესაქმნელი, რომელმაც გამოცდების რამდენიმეთვიანი გზა უნდა გაიაროს.

 

წყარო: BBC 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სხვა ვირუსები COVID-19-თან შედარებით საბავშვო ბაღი იყო – ინტერვიუ სამხრეთ კორეის წამყვან ეპიდემიოლოგთან;

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X