23:59 | 2020-08-21 ავტორი: Prime Time

მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე – ანი შაქარაშვილი

მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე – ანი შაქარაშვილი

N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ ასცდება,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„თქვე არაადამიანებო ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს ! და თქვენ ისიც არ გინდათ, რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი მოიხადონ !!! N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ ასცდება !!! ამდენ არაფრის მომტან წივილს მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი, რომ გაზარდე,“ – წერს ანი შაქარაშვილი.

 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

 

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

ავტორი: Prime Time

X