
დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდთან ისტორიულ შეხვედრას გამართავს.
მნიშვნელოვან თამაშს მასპინძლები სერიოზული დანაკლისით ხვდებიან – მათ ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. სტუმრები კი თბილისში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, სტანისლავ დრაგუნის გარეშე ჩამოვიდნენ.
გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ფინალში გავლენ, სადაც ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. საქართველო – ბელარუსის თამაში დღეს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.























