
ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს, პისიარ ტესტის შემოწმებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სწრაფი ტესტი კი, რომელითაც ექიმს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდგინეს, შესაძლოა უხარისხო იყო.
ტელეკომპანია „მთავართან“საუბარში ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი ამბობს, რომ პასუხი უარყოფითია და ის სახლში გაწერეს.
„უარყოფითია, გენაცვალე, პასუხი და მივდივარ სახლში. ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა უარყოფითი პასუხი. ზედმეტი კითხვები აღარ დამისვათ, ისედაც ჭკუიდან ვარ აწეული.
თქვენი ჟურნალისტი იყო იმ დღეს ჩემს სახლთან? ვაი, ვაიი, კარგად გადაიღეთ სახლი, ყველაფერი, როგორ ჩავჯექი მანქანაში, ვაიი, მობრუნდება თქვენი დროც, – ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, კახეთში კორონავირუსის პირველი ფაქტის შესახებ 2 მაისს გახდა ცნობილი. ამ შემთხვევაზე დაყრდნობით გამოკვლეულ 147 პირსაც ვირუსი არ დაუდასტურდა.






















