20:40 | 2021-11-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მივესალმებით მის გადაწყვეტილებას – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

მივესალმებით მის გადაწყვეტილებას – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მზაობას, შეწყვიტოს შიმშილობა დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხელ სააკაშვილისა და ოპოზიციის გეგმა ქვეყნის განვითარებაა, განსხვავებით ხელისუფლებისგან:

 

„მე და მისი მეგობრები მივესალმებით მის გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის, მიხეილ სააკაშვილის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების რეჟიმის ანკესზე წამოგება და პროვოკაციაში ჩათრევა, რასაც გეგმავდა ხელისუფლება და რეჟიმი, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად ჩვენი ამოცანაა გადავწყვიტოთ საკითხი, რა გვინდა ვიყოთ – დასავლური, ცივილიზებული სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო.

 

„მორღვეულები არიან და რეანიმაციის საშუალება არ უნდა მიეცეთ“ - სოროსის ფონდის პროგრამების კოორდინატორი ნიკა მელიას სამოქმედო გეგმას სთავაზობს
2021-11-11„მორღვეულები არიან და რეანიმაციის საშუალება არ უნდა მიეცეთ“ - სოროსის ფონდის პროგრამების კოორდინატორი ნიკა მელიას სამოქმედო გეგმას სთავაზობს

 

იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშვილის პირადი შურისძიება მის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ძღვენი პუტინთან, მაგრამ არაუშავს, დიდი გამარჯვებები ასე მოდის – დიდი ძალისხმევით, მოთმენით და არაძალადობრივი ხანგრძლივი პროტესტით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X