01:33 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

მივესალმებით რაც შეიძლება მეტ მერაბიშვილ , მეტ უგულავა, ოქრუაშვილ და ბოკერია მაჟორიტარს – კობახიძე

მივესალმებით რაც შეიძლება მეტ მერაბიშვილ , მეტ უგულავა, ოქრუაშვილ და ბოკერია მაჟორიტარს – კობახიძე

რაც მეტი იქნება ასეთი მაჟორიტარი, მით უფრო წარმატებული იქნება „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე, „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა იმდენად მცირეა, რომ ეს იწვევს ისტერიულ განწყობებს ოპოზიციაში. მისივე განმარტებით, ამის შედეგია ის შიდა არეულობაც, რაც ოპოზიციაში შეინიშნება.

 

ვინ არის ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე? - ცოტა რამ პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზე
2020-05-22ვინ არის ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე? - ცოტა რამ პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზე

 

„ადამიანები, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებდნენ, ახლა ზოგი გარიყეს, ზოგი საერთოდ დაავიწყდათ, მაგალითად ახალაია.

 

სამ პოლიტპატიმარზე საუბრობდნენ და აღმოჩნდა, რომ ახალაია აღარ არის პოლიტპატიმარი, თუმცა 7 წელი ითვლებოდა ის მათი მხრიდან პოლიტპატიმრად.

 

ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია და რაღაცნაირად უჭირს იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც მათ აქვთ.

 

როდესაც ოქრუაშვილი, უგულავა თუ ბოკერია მერაბიშვილს ედავება იმას, რომ ის უფრო გარყვნილი იყო, ვიდრე თვითონ, მინდა ყველას შევახსენო, რომ მათი გარყვნილების ხარისხი იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: Prime Time

X