00:38 | 2020-06-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„მივიღე გადაწყვეტილება!“ – ლაშა ბაქრაძე „ლელოდან“ მიდის

„მივიღე გადაწყვეტილება!“ – ლაშა ბაქრაძე „ლელოდან“ მიდის

ლაშა ბაქრაძე „ლელოს“ ტოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 

რა გახდა „ლელოდან“ წამოსვლის მიზეზი ბაქრაძეს არ დაუკონკრეტებია.

 

ეს მესამეხარისხოვანი მღვდელი უნდა გამოათრიონ და ციხეში ჩააგდონ! - ლაშა ბაქარაძე
2020-04-15ეს მესამეხარისხოვანი მღვდელი უნდა გამოათრიონ და ციხეში ჩააგდონ! - ლაშა ბაქარაძე

 

„პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„მივიღე გადაწყვეტილება „ლელოს“ რიგებიდან გამოსვლის შესახებ. არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს.

 

ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით. სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ – თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.

 

ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და „იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო“ მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა “ჩარევა სასურველია“.

 

ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას.“- წერს ლაშა ბაქრაძე,

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X