18:11 | 2020-03-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ – მეუფე გერასიმე

მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ – მეუფე გერასიმე

საქართველოს მოქმედ ტაძრებში ხვალიდან წირვა მრევლის გარეშე მოუწევთ. არსებული რეალობა კი მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ეს გადაწყვეტილება კი მღვდელ-მონაზვნებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ისინი აცხადებენ, რომ უახლოეს მომავლაში სინოდი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს წირვა-ლოცვა ტაძრებში და როგორ უნდა გაიმართოს სააღდგომო ლიტურღია.

 

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე გამორიცხავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაიმე კავშირი ჰქონდეს გუშინ სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ერთი კოვზიდან ზიარებას გულისხმობს. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა თემის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ეკლესიისა და სასულიერო პირებისთვის.

 

„ჩვენთისაც მოულოდნელი იყო სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებში არის ლოცვა და ალბათ ძალიან გამიჭირდება მრევლის ინფორმირება, რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პირობებში რანაირად უნდა იმოქმედოს ეკლესიამ,”- გამაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

მისი თქმით, ეკლესია არ დაიკეტება და არ დაიხურება და დღეს 5 საათზე ლოცვა იქნება, შემდგომ კი უწმინდესთან ერთად გადაწყდება როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.

ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

დღეს პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა. მალევე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X