
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, AstraZeneca-თი ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ პირებში გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უსაფრთხოა AstraZeneca – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო დაბეჯითებით აცხადებს, რომ რისკები არც ერთ შემთხვევაში არ აღემატება სარგებელს ამ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა, გარკვეული შესაძლო კავშირი ახალგაზრდა ასაკში შედარებით, თრომბოზულ გართულებებსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის შესაძლო კავშირზე საუბარი დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით მაინც მიდის საბოლოო დადასტურებისთვის მოკვლევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაცია ყველა ჯგუფში გაგრძელდეს მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირებში,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.






















