13:31 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია კვალიფიციურ კლინიკაში – ადვოკატი

მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია კვალიფიციურ კლინიკაში – ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. რუსთავის ციხესთან მუდმივად მობილიზებულია რეანომობილი და საჭიროების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ.

„გაშიფრულია სცენარი“: ვინ და როგორ გეგმავს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას
2021-10-26„გაშიფრულია სცენარი“: ვინ და როგორ გეგმავს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას

 

თუ მისი მდგომარეობა დამძიმდა, სააკაშვილის გადაყვანა უალტერნატივოდ, – #18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. ამის წინააღმდეგია თავად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატებიც.

 

სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

 

“მრავალფუნქციური კლინიკა შინაარსშივე მოიცავს იმ სამედიცინო დახმარებას, როგორიც არის MTR, KT და ა.შ. კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც მე-18 დაწესებულებაში ეს აპარატურა არა აქვთ. ეს დადგენილი ფაქტია.

 

შესაბამისად, მოეშვან სპეკულაციებს და მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

 

რაც შეეხება ნახევრად შიმშილობას, რა თქმა უნდა, ესეც არის სპეკულაციები და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელს, რომ იზრუნონ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X