18:24 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და ქაოსზე! – კახა კალაძე

მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და ქაოსზე! – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მიმართვა ვრცელდება.

 

„შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, შენ, ვინც ფიქრობ მომავალზე და ზუსტად იცი, როგორ ქალაქში გინდა იცხოვრო, აუცილებლად უნდა მოხვიდე 30 ოქტომბერს არჩევნებზე.

 

თბილისს და საქართველოს არ სჭირდება რევანში და ქაოსი, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და ქაოსზე!

 

30 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო! გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X