
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გამო, სისტემური, მკაცრი შეზღუდვები აღარ იქნება.
„ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და არცერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს.
არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას.
ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტებური შეზღუდვები რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე, მობილობა დავაგდეთ, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ იქნება“,- განაცხადა გახარიამ.























