
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო, ოვაციებით და შეძახილებით ხვდებიან.
პარტიის წევრები და მხარდამჭერები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზეიმობენ.
გიორგი გახარიას გადაწყვეტილების გამო, დატოვოს თანამდებობა, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო, ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
მხარდამჭერები ნიკა მელიას დაპატიმრების გადადებას ზეიმობენ ↓ ვიდეო






















