
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განმარტა თუ რა გავლენა ექნება საგანგებო მდგომარეობას სასამართლო პროცესზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ ამ თემაზე ყველა შესაბამისმა უწყებამ იმსჯელა და გადაწყვიტეს, რომ მართლმსაჯულების პროცესის ყველა მონაწილეს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს.
„შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება დისტანციური ფორმით დოკუმენტბრუნვაც და სასამართლო სხდომების ჩატარებაც. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტმა გაითვალისწინა ასევე სისხლის სამართლის პროცესებისთვის შესაძლებლობა გაიმართოს დისტანციურად და მხარეებს არ ექნებათ უფლება, რომ უარი თქვან სასამართლო სხდომაზე დისტანციურად მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ მათ უნდათ დასწრება პროცესზე“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
დღეს პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა. მალევე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა.
ასევე დაგაინტერესებთ:























