16:53 | 2020-04-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მხატვრულად ვთქვი, რომ 12-15 კილო იქნებოდა მეთქი – ლალი ტურძელაძე COVID-19-ით გარდაცვლილზე

მხატვრულად ვთქვი, რომ 12-15 კილო იქნებოდა მეთქი – ლალი ტურძელაძე COVID-19-ით გარდაცვლილზე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის, კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­ის, ლალი ტუ­რძე­ლა­ძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს კუნთების განლევა სჭირდა და 12-15 კილოს იწონიდა.

 

„პრაიმტაიმი“ ექიმ ლალი ტურძელაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად სწორი იყო ეს ინფორმაცია და შეიძლება თუ არა, რომ 79 წლის ქალს ასეთი მცირე წონა ჰქონოდა.

 

„ვთქვი დაახლოებით ასე მხატვრულად. ძალიან პატარა წონის იყო, როდესაც მოიყვანეს კლება ჰქონდა წონაში მთელი 6-7 თვის მანძილზე. ეს აღვნიშნე, რომ იყო ძალიან გამხდარი, მხატვრულად ვთქვი, რომ 12-15 კილო იქნებოდა მეთქი. ზუსტად რამდენი კილო იყო არ ვიცი. ძლივს ჩანდა საწოლში, ნეკნებს დათვლიდით, კუნთოვანი სისტემა სულ აღარ ჰქონდა“, – გვიპასუხა ლალი ტურძელაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსით ამჟამად 157 ადამიანია დაინფიცირებული, ამათგან 28 გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

 

 

ვინ არის საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი
2020-04-04ვინ არის საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი
ავტორი: ანეტი მიქელაძე

X