
14 იანვარს ორი ცნობილი ქალბატონის დედის დაბადების დღეა. მომღერალი ლელა წურწუმია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძველით ახალ წელს არ ცნობს. 14 იანვარი იმიტომ უყვარს, რომ ამ დღეს დედამისი და მისი და დაიბადნენ. მსახიობი ნანუკა გულუა კი დედას “ამხელს”, მისალოცად ვურეკავთ და არ გვპასუხობსო.
ლელა წურწუმია: – ახალი წელი ჩემთვის არის ერთხელ. მე ძველით ახალი წელი მიყვარს იმიტომ, რომ დედაჩემი და ჩემი და არიან დაბადებულნი. დედას ნინო ჰქვია, თან დღეს ნინოობა. ასევე ჩემი და, ეკა დაიბადა 14 იანვარს. აი, ამიტომ მიყვარს ეს დღე. გაგრძელება…






















