20:06 | 2021-03-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მკვდარი მეწვა და მიგინებდით, გიკვირთ ალბათ, რომ არ ამოგადინეთ სისხლად“ – ხათუნა ხოფერია საკუთარ ისტორიას იხსენებს

„მკვდარი მეწვა და მიგინებდით, გიკვირთ ალბათ, რომ არ ამოგადინეთ სისხლად“ – ხათუნა ხოფერია საკუთარ ისტორიას იხსენებს

უნამუსოებო, სიცოცხლე ნუ გაგვიმწარეთ. დავდო თქვენი დათაგული კომენტარები?! მკვდარი მეწვა დედა და მკვდარს მიგინებდით! შვილებს მიწიოკებდით, ტყუილს და ცილისწამებას არ მაკლებდით. გიკვირთ, ალბათ, რომ არ ამოგადინეთ სისხლად, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩემმა შვილებმა რომ არ გაგიგდეს წიხლქვეშ, რომ არ დაიღუპეს ცხოვრება თქვენი დამპალი სიცოცხლის გამო, მე, მე ვთხოვე, ვეხვეწე და ვემუდარე, რომ გადამერჩინეთ. არა… ისინი რომ გადამერჩინა, თქვენი დაგეშილი მსტოვრებისგან.

 

„ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ - „ქართული ოცნება“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე განცხადებას ავრცელებს
2021-03-07„ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ - „ქართული ოცნება“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე განცხადებას ავრცელებს

 

თქვენ ადამიანური არაფერი გესმით. მეზობლების და მშობლების თანდასწრებით დატუქსვასაც კრიმინალს ეძახით. ბავშვებს შორის ჯგუფური დაპირისპირების თავიდან აცილებასაც დანაშაულად აკვალიფიცირებთ. შავზე თეთრს ამბობთ და თვალებში ნაცარს გვაყრით.

 

რა უნდა გვექნა, უნდა გვეცემეთ?! უნდა ამოგვეხადა სული თარგამაძისეულად?! სასაფლაოზე უნდა აგვეცვით დანაზე გირგვლიანივით?! რა უნდა გვექნა, რომ ჩუბინიძის პრევენციული გაფრთხილება იავნანად მოგჩვენებოდათ!

 

ისე, როდემდე უნდა ვისხდეთ სახლებში და ვუყუროთ ამ მკვლელების და მოძალადეების პერფომანსებს ამოვიდა სული და ეგაა რა“, – წერს ხოფერია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X