
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო შეიარაღებული თავდასხმიდან 6 საათის შემდეგ დატოვეს.
როგორც „კურიერი“ იუწყება, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისიდან ბათუმში ჩავიდნენ, კვალის არევის მიზნით, ბორნის ბილეთები იყიდეს, თუმცა რეალურად საქართველოს საზღვარი სარფიდან გადაკვეთეს.
წყაროს ცნობით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა წლების წინ მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა აკო ჭელიძესა და გიორგი კავიდლაძეს დაუკვეთეს.
ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავიდლაძეს მკვლელობის სანაცვლოდ ქურდობას დაპირდნენ. მათი„ ნათლობა“ თურქეთში უნდა მომხდარიყო.
ცნობისთვის, მკვლელობა 15 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა, თუმცა ბრალდებულები ჯერ არ დაუაკვებიათ.
ასევე ნახეთ: რა გეგმები ჰქონდა მოკლულ ნიკო კვარაცხელიას
ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:






















