13:09 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

„მკვლელი და სახელმწიფო დამნაშავე“ – უკრაინელი ჟურნალისტები სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას მოითხოვენ

„მკვლელი და სახელმწიფო დამნაშავე“ – უკრაინელი ჟურნალისტები სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას მოითხოვენ

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი ქვეყნის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

 

ამის შესახებ მათ გადაცემა МОЛНIЯ-ს მორიგი გამოშვების ბოლოს განაცხადეს, რომელიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებს მიუძღვნეს.

 

„მიმდინარე წლის 30 ივლისს, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს რეგულარულ სხდომაზე, რომელსაც ვალდებულები არიან დაესწრონ უკრაინის პრეზიდენტი, რადის თავმჯდომარე და უკრაინის პრემიერ მინისტრი, მოგიწოდებთ, უკრაინის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ მოხსნათ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, დაუყოვნებლივ დააკავოთ სტრასბურგის სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილების თანახმად, და გააძევოთ უკრაინის ტერიტორიიდან მკვლელი და სახელმწიფო დამნაშავე“, – აცხადებენ ჟურნალისტები.

ავტორი: Prime Time

X