
წინასწარი ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ გურჯაანში მცხოვრებმა, ალექსანდრე ზარდიაშვილმა, ცოლ- ქმარს გურამ და მერი ზარდიაშვილებს სანადირო თოფიდან ესროლა.
მერი ზარდიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე, მძიმე მდგომარეობაში, გურჯაანის ჯეო- ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივების განმარტებით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავაა, რომელიც ორ ოჯახს შორის, წლების წინ დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















