13:52 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

მკვლელობა ქობულეთში – ვინ არის მოკლული სისხლიანი გარჩევის შედეგად

მკვლელობა ქობულეთში – ვინ არის მოკლული სისხლიანი გარჩევის შედეგად

ქობულეთში კოსტავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

 

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

 

შსს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ავტორი: Prime Time

X