22:10 | 2020-07-09 ავტორი: Prime Time

მკვლელობა, რომელიც ვერავინ დაივიწყა – სმითების ამბავი

მკვლელობა, რომელიც ვერავინ დაივიწყა – სმითების ამბავი

4 ივლისს ორი წელი შესრულდა ხადის ხეობაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის, ქელების სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

4 ივლისს, რაიან სმითის მიერ დაფუძნებული “reWoven”-ის ფეისბუკგვერდზე ორი წლის წინანდელი ტრაგიკული ამბავი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაწერეს:

 

“ვწუხვართ მათი, არა როგორც მხოლოდ ჩვენ მეგობრების წასვლის გამო, არამედ როგორც საოცარი ოჯახის, რომელმაც ამდენი კარგი რამ გააკეთა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზოგადოებისთვის.

 

ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა შევინარჩუნოთ მათი მემკვიდრეობა და ის საქმე გავაგრძელოთ, რაზეც ისინი ამდენს მუშაობდნენ“.

 

რა იყო რაიან სმითის საქმიანობა, ამას შეგახსენებთ, სიუჟეტით, რომელიც მარნეულის ახლოს, სოფელ ქოსალარშია გადაღებული.

 

სამი ადგილობრივი ქალი რაიან სმითის უკანასკნელ პროექტზე მუშაობისას „რადიო თავისუფლებამ“ გადაიღო.

 

ვიდეოში ქალები მოზრდილ ხალიჩას ქარგავენ, რომელიც რაიან სმითმა სიკვდილამდე 2 კვირით ადრე შეუკვეთა. ვიდეოს გადაღების დროს შეკვეთა დაუსრულებელი იყო.

 

სიუჟეტში ადგილობრივები ამბობენ, რომ სმითების ოჯახის მკვლელობის შემდეგ, 12 ქალი, ფაქტობრივად, საკუთარი შემოსავლის გარეშე დარჩა.

 

მეხალიჩეები ამბობენ, რომ ბოლოს რაიანმა მათ ხალიჩის მოსაქარგად ნახაზი მიუტანა და უთხრა, რომ ძაფები გზაში იყო.

 

ადგილობრივის თქმით, ხალიჩების ნახაზს თავად რაიანი ქმნიდა. მათთან ტოვებდა და შეკვეთის დასრულების შემდეგ უკან მიჰქონდა.

 

2018 წლის 3 ივლისს, საქართველოში მცხოვრები ამერიკელი სმითების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში სალაშქროდ წავიდა. მათ თან ახლდათ 4 წლის ვაჟი, ქელებიც.

 

6 ივლისს 112-ში სმითების ახლობლისგან შეტყობინება შევიდა – სმითების ოჯახის გაუჩინარებაზე. 5 ივლისს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე რაიან და ლორა სმითები არ მივიდნენ.

 

ისინი არც ტელეფონს პასუხობდნენ, რაც უცნაური იყო.

 

ხადის ხეობაში რომ იყვნენ, გამოძიებამ ეს სმითების ახლობლებისგანაც გაიგო. რაიანს და ლორას თავიანთი ფრანგი მეგობრისთვის ჰქონდათ გაგზავნილი ხადის ხეობის პეიზაჟის ფოტო.

 

ძებნა დაიწყო, მაგრამ როგორც საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს, მკვლელობის ვერსია არ დაუშვიათ მანამ, სანამ რაიან სმითის გვამზე ნატყვიარი არ ნახეს და ექსპერტიზით არ დადასტურდა, რომ ის მოკლული იყო.

Today marks two years since the death of reWoven’s founder Ryan Smith, his beautiful wife Lora and their lovely son…

Posted by reWoven on შაბათი, 04 ივლისი, 2020

ამ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი, მალხაზ კობაური დღეს უვადო პატიმრობაშია.

 

მისი ოჯახი და ადვოკატი, რომელთაც პროკურატურის ვერსიის დღემდე არ სჯერათ, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავდნენ, თუმცა საჭირო ფინანსების უქონლობის გამო ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.

ავტორი: Prime Time

X