17:26 | 2020-02-06 ავტორი: Prime Time

მკვლელობა თბილისში – მეზობელმა მეზობელი მოკლა

მკვლელობა თბილისში – მეზობელმა მეზობელი მოკლა

თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი, ინდოეთის მოქალაქის სიკვდილით დასრულდა.​​ მას ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, რამაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

ავტორი: Prime Time

X