
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, ცოლისძმამ სიძე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
სიძე-ცოლისძმას შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















