22:24 | 2021-11-05 ავტორი:

მკვლელობა წყალტუბოში – ბრალდებული გარდაცვლილის მეგობარია

მკვლელობა წყალტუბოში – ბრალდებული გარდაცვლილის მეგობარია

სასურსათო მაღაზიიდან გამოსული ვალერი კეკელიძე სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მისმა მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, დაჭრილს ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა, დამნაშავე კი ადგილიდან მიიმალა.

 

მკვლელობა დღისით მოხდა, შემთხვევას თვითმხილველიც ჰყავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელს დანაშაული წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული და მსხვერპლს მაღაზიასთან ელოდებოდა, თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიც.

 

ოფშკვითში საუბრობენ, რომ ვალერი კეკელიძე სასიკვდილოდ, სავარაუდოდ, შოთა ჩადუნელმა გაიმეტა. კეკელიძე ჩადუნელის მეგობარი და მისი შვილის ნათლიაა. პირად საუბრებში, მეზობლები, რომლებიც ორივეს კარგად იცნობენ ჰყვებიან, რომ მამაკაცებს უთანხმოება წარსულშიც არაერთხელ ჰქონიათ, მიზეზს არ აკონკრეტებენ.

 

მოკლულის ცხედარი უკვე სახლში გადაასვენეს, ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ, არც მოტივზე და არც მკვლელის ვინაობაზე ლაპარაკობენ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ დამნაშავეს ვალერი კეკელიძის მოკვლა რამდენიმე დღით ადრე, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X