18:02 | 2020-06-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მკვლელობის შემკვეთი საკუთარ გუნდში ეძებოს – რას ურჩევენ გიორგი გაბუნიას

მკვლელობის შემკვეთი საკუთარ გუნდში ეძებოს – რას ურჩევენ გიორგი გაბუნიას

მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საყოველთაო განსჯის საგანი გახდა – რამდენად რეალურია ეს ვერსია და ვის აწყობდა მისი გაჟღერება.

 

 

„პრაიმტაიმი“ სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა, რომელიც ცნობილია გიორგი გაბუნიასთან დაპირისპირებით.

 

როგორც  ის აცხადებს, გაბუნიამ მკვლელობის შემკვეთები საკუთარ გუნდში უნდა ეძებოს.

 

 

„ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, ამ პროვოკაციაში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ი.

 

ყველაზე მეტად ეს სცენარი აწყობდათ მათ, რევოლუციური სცენარით რევანშს აიღებდა. მე ეს ინფორმაცია ძალზე სანდო წყარომ მომაწოდა.

 

გაბუნიას ურჩევნია გარეთ ძებნას, შემკვეთი საკუთარ გუნდში ეძებოს.

 

რაც შეეხება თავად გაბუნიას პასუხს, რომ მას სიკვდილის არ ეშინია და ის არ დაიჩოქებს, ეს ყალბი ვაჟკაცობაა.

 

ადამიანი, რომელიც ეკლესიას და თავის ერს აგინებს, ჩემთვის ვაჟკაცი ვერასოდეს იქნება. ეს პათეტიკა მგონია.

 

როგორ ფიქრობთ, გვარამია ან გაბუნია მტერს რომ ტყვედ ჩაუვარდეს ცოტნე დადიანი გახდებიან?!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 

შეგახსენებთ, სანდრო ბრეგაძე  ერთ-ერთი იყო, რომელმაც გიორგი გაბუნია პუტინის გინებისთვის გააკრიტიკა.

 

მანამდე, მათ დაპირისპირებას გაბუნიას მონოლოგი ეკლესიის თემაზე წინ უძღოდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი გიორგი გაბუნიას ფიზიკურ ლიკვიდაციას ამზადებდა, ერთი მამაკაცი დაჭერილია.

 

თავად კადიროვი ამ ბრალდებას უარყოფს.

 

ჩეჩნეთის ლიდერი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. გაბუნია კი აცხადებს, რომ ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

 

გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, რუსმა კოლეგამ მითხრა კადიროვი მოკლავსო - თორნიკე შარაშენიძე
2020-06-16გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, რუსმა კოლეგამ მითხრა კადიროვი მოკლავსო - თორნიკე შარაშენიძე
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X