13:29 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

მნიშვნელობა არ აქვს მაპატიებს თუ არა გორის ამომრჩეველი არაგულწრფელობას – ოქრუაშვილი

მნიშვნელობა არ აქვს მაპატიებს თუ არა გორის ამომრჩეველი არაგულწრფელობას – ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ნაკლებ საინტერესოდ მიიჩნევს აპატიებს თუ არა მას გორელი ამომრჩეველი არაგულწრფელობას.

 

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

ვნახეთ სასწაული სურათი: ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი... - ანა დოლიძე
2020-05-21ვნახეთ სასწაული სურათი: ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი... - ანა დოლიძე

 

„როგორც წესი, არ არის ჩემი რაღაცა შინაგანი თვისება, მაგრამ დროდადრო, როდესაც მაშინ სროლა-სროლით მომყვებოდა ივანიშვილის ხელისუფლება და ორი ტყვია მესროლეს მაშინდელ არჩევნებზე, შეიძლება მიწევდა ისეთი რაღაც დაპირებების გაცემა, რისთვისაც შეიძლება…“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

ჟურნალისტი – გაპატიებთ ამომრჩეველი არაგულწრფელობას?

 

ირაკლი ოქრუაშვილი – „ალბათ. საზოგადოება, ამომრჩეველი არა. საზოგადოება თბილისში. იქ ამომრჩეველი მაპატიებს თუ არა დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქოდნეს.

 

ჟურნალისტი – რატომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა გაპატიებთ თუ არა იქ ამომრჩეველი?

 

ოქრუაშვილი – „იმიტომ რომ როგორც ჩანს, რადგან ამდენი ხმა არ მივიღე რომ მომეგო, ესეიგი აქტუალური არ ყოფილა ეს დაპირება. ამას ვგულისხმობდი.

 

ჟურნალისტი – აჰა, ესეიგი არც გორში აპირებთ…

 

ოქრუაშვილი – „არა, არა დიდი ალბათობით იქაც აღარ არის ეს საკითხი აქტუალური-მეთქი ამას ვგულისხმობდი“ – აცხადებს ოქრუაშვილი.

 

Posted by ახალი ამბები on ორშაბათი, 01 ივნისი, 2020

ავტორი: Prime Time

X