13:58 | 2020-06-21 ავტორი: Prime Time

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა სამყაროში“ – მიხეილ ცაგარელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა სამყაროში“ – მიხეილ ცაგარელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

 

„ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს დილით, 11 საათს რომ 20 წუთი დააკლდება ერთდროულად იქნება მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და ზაფხულის მზებუდობა (დღე-ღამის თანასწორობა)!

 

ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დღე სამყაროში…

 

ყველაზე გრძელი დაბნელებების დერეფანია, რომელიც 5 ივლისს სავსემთვარეობაზე მთვარის დაბნელებით დამთავრდება… ამ დაბნელებების გრძელი დერეფნის ეფექტები უახლოესი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რასაც ყველანი ვიგრძნობთ სხვადასხვა ცვლილებების სახით…

 

ამიტომ ვეცადოთ უკეთესობისკენ შევცვალოთ ყველაფერი, თუნდაც ელემენტარულით დაიწყეთ, მაგალითად ახალი რაც გაქვთ დაიწყეთ მათი გამოყენება, ძველები კი მოიშორეთ, რადგან ცვლილებების გზაზე ხელს შეგიშლით!..

 

დაჯექით და ჩამოწერეთ ყველაფერი რა მიზნებსაც გინდათ მიაღწიოთ, დაიწყეთ სურვილების განხორციელება, თუნდაც იყოს უმნიშვნელო სურვილი, გააკეთეთ…

 

გახსოვდეთ! თქვენს სურვილებში არავის ცხოვრება არ უნდა ზიანდებოდეს!… სურვილი მხოლოდ პირადად თქვენ უნდა გეხებოდეთ და სხვას არავის!… მხოლოდ თქვენ და თქვენს განვითარებას ამ ცხოვრებაში!…

 

დაამთავრეთ და დაუსვით წერტილი არაფრის მომცემ საქმეებს, პროექტებსა და იდეებს!

 

ასევე დაემშვიდობეთ სამუდამოდ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჯანსაღ ურთიერთობას ვერ მიაღწიეთ!..

 

ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი 24 წლის, ქართველი გოგო 
2020-06-21ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი 24 წლის, ქართველი გოგო 
მოიშორეთ შურიანი, ეგოცენტრული და აგრესიით სავსე ადამიანები!..

 

თქვენ მათთვის აღარ გცალიათ, რადგან სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებთ!

სიკეთეს გისურვებ️თ!

სიყვარულს გისურვებთ!

სულიერ სიმშვიდესა და სიმტკიცეს გისურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორი: Prime Time

X