01:37 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში ჩარჩენილი ქართველებისთვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში ჩარჩენილი ქართველებისთვის

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი იტალიაში ჩარჩენილი ქართველებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

 

იგი სოციალურ ქსელში მონაცემებს ავრცელებს, რომელის საშუალებითაც უმუშევრად დარჩენილებს დახმარების მიღება შეუძლაით.

 

„იტალიაში მყოფ ემიგრანტების საყურადღებოდ!

 

უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილმა ქართველებმა შეგიძლიათ დარეკოთ Croce Rossa -ს ნომერზე: 800065510, სახლებში უსასყიდლოთ მოგამარაგებენ საკვებით. თუ დაუკავშირდებით ფბ ან ინსტაგრამით უფრო დააჩქარებთ ამ პროცესს… არა აქვს მნიშველობა გაქვთ თუ არა „საბუთი“

 

ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ ყოველ სამშაბათს 15.00ზე via della Lungaretta, 60. centro per gli aiuti alimentari della Comunità di Sant’Egidio.

 

ასევე შეგიძლიათ მიმართოთ Emergenza S.O.S. sala operativa sociale di Roma capitale

 

800440022.

 

გფარავდეთ უფალი“,- წერს ნუგზარ სულაშვილი.

 

ამ დროისთვის იტალიაში კოროანვირუსის 97 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვალებულთ რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს. ამის გამო იტალაიში კარანტინია გამოცხადებული და მოსახლეობას გარეთ გასვლის უფლება არ აქვს. 

ავტორი: Prime Time

X