თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, ადგილზე მცხოვრები ქართველებისთვის მნიშვნელოვან იფნორმაციას ავრცელებს.
ჯანჯღავა საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ დღეიდან, მთელი თურქეთის მასშტაბით საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს გადასაადგილებლად ნებართვა აღარ ესაჭიროებათ.
1 ივნისიდან, აღდგა საქალაქთაშორისო მიმოსვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გადაადგილებისთვის მოქალაქეებს აღარ ესაჭიროებათ მგზავრობის ნებართვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – წერს გიორგი ჯანჯღავა.
























