11:36 | 2020-08-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მნიშვნელოვანი სიახლე ავტოიმპორტიორებისთვის – განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

მნიშვნელოვანი სიახლე ავტოიმპორტიორებისთვის – განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება და საურავების დარიცხვა 2021 წლის მარტამდე გადავადდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

 

გახარიამ ფინანსთა სამინისტრის დაავალა, რომ ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება მეორედ გადაავადოს და ამჯერად უკვე 2021 წლის მარტამდე.

 

პრემიერის თქმით, აღნიშნული შეღავათი შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს და დაახლოებით 30 მილიონი ლარის შეღავათია საგადასახადო კუთხით.

 

„ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ესაა 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების“,-განაცხადა გახარიამ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X