15:32 | 2021-04-12 ავტორი: Prime Time

მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ – კელი დეგნანი ვაქცინაციაზე

მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ – კელი დეგნანი ვაქცინაციაზე

დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად საზოგადოების ვაქცინაცია შედგება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზეა დამოკდებული ქვეყნის ეკონომიკის გახსნა.

 

„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში. რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, უფრო ძლიერი იქნება ინტერესი ვაქცინაციის მიმართ. უკვე იზრდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და ევროპაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად საზოგადოების ვაქცინაცია შედგება, საზოგადოება უფრო მეტად მიიღებს ვაქცინას“, – განაცხადა დეგნანმა.

 

ცნობისთვის, 12 აპრილის მონაცემებით საქართველოში 20 622 ადამიანი აიცრა.

ავტორი: Prime Time

X