00:49 | 2020-05-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება – ეკატერინე ტიკარაძე

მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ისაუბრა.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ COVID-თან თანაცხოვრება ისწავლოს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდაც არ ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვენი გამარჯვებაა COVID-19-ზე. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ მოგვიწევს მუდმივად მუშაობა იმაზე, რომ შევიძინოთ გარკვეული უნარ-ჩვევები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება.

 

საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მას აუცილებლად სადღაც კონტროლის თვალი ექნება.

 

ეს პირველ რიგში ჩვენი, მოქალაქეების პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

 

საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ მსუბუქად გადავლილი COVID-19-ის ტალღა, ართულებს იმის აღქმას, თუ რამდენად მძიმეა ამ ინფექციის მიერ მიყენებული ზიანი სხვა ქვეყნებში და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება მედიის საშუალებითაც მუდმივი კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ, რაც ჩვენმა პატარა ქვეყანამ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო, ვერ მოახერხეს დიდმა ქვეყნებმა. “ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X