10:00 | 2021-08-16 ავტორი: Prime Time

მოასწარით საკომისიოს გარეშე გადახდა – აქცია თიბისი ფეიზე

მოასწარით საკომისიოს გარეშე გადახდა – აქცია თიბისი ფეიზე

ყოველი თვის ბოლოს მთელი რიგი გადასახადების გადახდის დრო მოდის – ხან კომუნალურებია დასაფარი, ხან ტელევიზიის და ინტერნეტის დავალიანება, ხან სწავლის ფული და ხან საბანკო სესხი. ეს რუტინული გადასახადები ყოველ თვე მეორდება. იმისათვის, რომ მათი გადახდა მარტივად, თქვენთვის მოსახერხებლად და თანაც საკომისიოს გარეშე შეძლოთ, უნდა მოასწროთ და ისარგებლოთ თიბისი ფეის ახალი აქციით, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტ სერვისს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გადაიხდით. ეს აქცია 18 ივნისს დაიწყო და 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს, საშუალება ექნება ვებგვერდსა და აპლიკაციაში ნებისმიერი სერვისი საკომისიოს გარეშე გადაიხადოს.

რისი გადახდა გსურთ?

თიბისი ფეი ინტერნეტ გადახდების უნივერსალური სივრცეა, სადაც ყელა იმ კომპანიას იპოვით, რომელთა სერვისის გადახდაც გსურთ. შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი – ვებგვერდი ან მობილური აპლიკაცია. სწრაფი გადახდების სისტემა ყველგან ერთია. ყველა მათგანზე შეძლებთ 1000-ზე მეტი კომპანიის პოვნას, რომელთა შორისაც არიან სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები თუ საქველმოქმედო ფონდები და კიდევ უამრავი თქვენთვის საჭირო კომპანია. თუმცა თუ სხვადასხვა სასარგებლო ფუნქციებით გსურთ ისარგებლოთ, მაშინ სჯობს თიბისი ფეის ციფრული პლატფორმები გამოიყენოთ – ვებგვერდი ან აპლიკაცია.

 

თუ თიბისი ფეის სისტემაში დარეგისტრირდებით, 18 სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერ გადახდას საკომისიოს გარეშე შეასრულებთ. ამის გარდა, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც გადახდების შესრულებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. რეგისტრაცია სულ ერთ წუთს წაგართმევთ, ამის შემდეგ კი თქვენ შეძლებთ:

 

  • შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების გადახდის შაბლონები და ამით გაიმარტივოთ ყოველი მომდევნო გადახდა;
  • სისტემაში დაამახსოვროთ სააბონენტო ნომრები, რათა სამომავლოდ აღარ დაგჭირდეთ მათი ახლიდან მოძებნა;
  • შეძლებთ ჩართოთ SMS შეტყობინების მიღების ფუნქცია, იმისათვის, რომ თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე მიიღოთ შეტყობინება. ასე თქვენ არასოდეს გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი გადახდები;
  • ნებისმიერ დროს ნახავთ შესრულებული ტრანზაქციების ისტორიას, რითაც შეძლებთ უკეთ აკონტროლოთ დანახარჯები;
  • ყველა შესრულებული გადახდისთვის მიიღებთ ელექტრონულ ქვითარს, რომელსაც საჭიროებისას ამობეჭდავთ;
  • შეგიძლიათ სისტემაში დაამახსოვროთ საბანკო ბარათი და კიდევ უფრო სწრაფად შეასრულოთ ნებისმიერი გადახდა;
  • თუ საბანკო ბარათით არ სარგებლობთ, შეგიძლიათ პირადი ბალანსი სწრაფი გადახდის აპარატებიდან შეავსოთ და ელექტრონული საფულის გამოყენებით უკეთ განკარგოთ თქვენი ფინანსები;
  • და რაც მთავარია, მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თიბისი ფეის აქციით და ივლისის თვეში გადაიხადოს ყველაფერი ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

თიბისი ფეი სხვა არაერთ საჭირო სერვისს სთავაზობს მომხარებელს. მისი საშუალებით ხელმისაწვდომია ისეთი უცხოური სერვისების შეძენა, როგორიცაა iTunes/App Store-ის Gift Card,  Google Play და Playstation Store-ის ბალანსის შევსება, Neltharion-ის და სხვა ონლაინ თამაშების ვირტუალური სასაჩუქრე ბარათის შეძენა და სხვ. ამ სერვისების სარგებლობისთვის, შეგიძლიათ მოძებნოთ განყოფილება „სხვადასხვა“ და აღამოაჩინოთ თქვენთვის საჭირო სერვისები.

 

გარდა ამისა, თიბისი ფეიზე შეძლებთ უცხოური ბანკის ბარათებითაც გადაიხადოთ. თუ თქვენ არ იმყოფებით საქართველოში და სწორედ ამ პერიოდში გჭირდებათ გადახდების შესრულება, ამას უცხოეთიდანაც შეძლებთ. უცხოური ბარათებით, ამ დროისათვის, კომუნალურების, სატელეკომუნიკაციო ხარჯების, მობილურის ბალანსის, სახელმწიფო სერვისების და საბანკო სექტორის გადასახადებს გადაიხდით.

 

თიბისი ფეი გიმარტივებთ ცხოვრებას და ყოველდღიური, რუტინული გადასახადების გადახდის თანამედროვე და კომფორტულ გზას გთავაზობთ. გადაიხადეთ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას, საქართველოდან ან უცხოეთიდან და მოასწარით აქციით სარგებლობა – 18 სექტემბრის ჩათვლით ყველაფრის გადახდა საკომისიოს გარეშე შეგიძლიათ!

 

 

(R)

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X